ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: მიუნხენშივე უნდა მოვუთავოთ საქმეო და მოუთავეს კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18/-ფინალურ მატჩში "ბაიერნმა" სახლში გააბითურა "ბეშიქთაში" 5:0 და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

თქვეს "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებმა, რომ 1/4-ფინალისტის ვინაობა პირველივე შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც.

მე-16 წუთზე ვიდამ ლევანდოვსკი საჯარიმოს წინ მოცელა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე სრულიად სამართლიანად გაააძევა მოედნიდან. სტუმრებს შეეძლოთ შესვენებამდე კარი მშრალად შეენახათ, მაგრამ 43-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე კომანი მეურვეს დაუსხლტა, მისი ჩაწოდებული ბურთი ალაბასგან მიულერს მიუვიდა და 1:0.

ნაანტრაქტევს რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი სტ
ამბულელები საბოლოოდ გატყდნენ და 0:5-ზე განადგურდნენ. პრინციპში, ამ გუნდისთვის მერვედფინალში გასვლაც უდიდესი მიღწევაა.

"ბაიერნმა" 1980 წელს დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა - ყველა ტურნირზე ზედიზედ 14 გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
ბაიერნი - ბეშიქთაში 5:0
მიუნხენი. სტადიონი „ალიანს არენა“ 70 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 მიულერი (43), 2:0 კომანი (53), 3:0 მიულერი (66), 4:0 ლევანდოვსკი (79), 5:0 ლევანდოვსკი (88)
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა, კიმიხი, ხავი მარტინესი, ვიდალი (83. ტოლისო), ხამესი (44. რობენი), კომანი (81. რიბერი), მიულერი, ლევანდოვსკი
ბეშიქთაში (4-5-1): ფაბრი, ადრიანო, პეპე, ერკინი (69. გონული), მედელი (85. არსლანი), ვიდა, კვარეზმა, ჰატჩისონი, ტალისკა, ბაბელი, ვაგნერი (57. ტოშიჩი)
გაძევება: 16. ვიდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბეშიქთაშის შემადგენლობაში სულ 2 თუ 3 თურქი თამაშობდა, მაგარია არა?
mamuka
12:41 21-02-2018
0
წითელი ბარათი გადაჭარბებული იყო!
მაგ ადგილას ზოგი მსაჯი ყვითელს მისცემდა,ზოგი კიდე საერთოდ არ გამოიყენებდა ბარათს!
Giorgi
11:03 21-02-2018
2

სიახლეები პოპულარული