პსჟ-სთან მატჩს "რეალი" შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს პსჟ-სთან მადრიდის "რეალი" შესაძლოა დანაკლისით შეხვდეს. ტრავმირებული ერთბაშად სამი ფეხბურთელია - ლუკა მოდრიჩი, მარსელო და ტონი კროოსი.

ბრაზილიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე საიმედოა და წესით, მან აღდგენა უნდა მოასწროს, თუმცა ხორვატი და გერმანელი ნახევარმცველის ტრავმა უფრო სერიოზულია.

ორივე ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, რომელიც ცხადყოფს, თუ როდის შეეძლებათ მათ მწვანე მინდორზე დაბრუნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული