გუნდები, რომლებსაც მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ვერ გაუტანა

AutoSharing Option
დღეს შემოგთავაზეთ სტატია, სადაც მოყვანილი იყო ის სტატისტიკა, რომელიც ლიონელ მესის ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ აქვს დაფიქსირებული, ახლა კი გთავაზობთ იმ გუნდების ჩამონათვალს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელთა კარიც არგენტინელმა ვერ დალაშქრა.

თავდაპირველად გეტყვით, რომ ევროპულ ტურნირებზე სამხრეთამერიკელს 10,272 წუთში 100 გოლი აქვს გატანილი. სულ კი მას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 125 მატჩი აქვს გამართული.

გუნდები და შეხვედრების რაოდენობა, რომლებსაც მესიმ გოლი ვერ გაუტანა:

ლონდონის "ჩელსი" - 8 თამაში, 0 გოლი (655 წუთი)
მადრიდის "ატლეტიკო" - 4
თამაში, 0 გოლი (360 წუთი)
"ბენფიკა" - 2 თამაში, 0 გოლი (122 წუთი)
მილანის "ინტერი" - 3 თამაში, 0 გოლი (270 წუთი)
"ლივერპული" - 2 თამაში, 0 გოლი (180 წუთი)
ყაზანის "რუბინი" - 4 თამაში, 0 გოლი (237 წუთი)
"უდინეზე" - 1 თამაში, 0 გოლი (70 წუთი)

აქვე გეტყვით, რომ მესის ყველაზე მეტი (9) გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "არსენალის" კარში აქვს გატანილი, 8 ბურთი კი მან "მილანსა" და გლაზგოს "სელტიკსს" გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული