მესი VS "ჩელსი" - არგენტინელის მეცხრე ცდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიონელ მესი რომ მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ნამდვილი ფენომენია, ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. თუმცა არგენტინელის კარიერაში შავი ლაქა მაინც არსებობს, რასაც ყოველთვის უხსენებენ.

სამხრეთამერიკელს ლონდონის "ჩელსის" კარში გოლი არ აქვს გატანილი, თანაც, მისი მონაწილეობით, კლუბები ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან "ბარსელონამ" ერთხელ გაიმარჯვა, ხუთჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ორჯერ კი დამარცხდა.

6 შეხვედრაში "არისტოკრატთა" კარს პეტერ ჩეხი იცავდა, 2-ჯერ კი - ენრიკე ილარიო. აქვე გეტყვით, რომ მესის ლონდონელთა დღევანდელ მეკარე ტიბო კურტუასთვის გოლი უკვე ხუთი წელია არ გაუტანია.

პირველად
მესიმ "ჩელსის" წინააღმდეგ 2006 წლის 22 თებერვალს ითამაშა, სადაც მისი მეურვეობა ჟოზე მოურინიომ ასიერ დელ ორნოს დააკისრა. გუნდების ბოლო დაპირისპირებაში, 2012 წლის 24 აპრილს, მან პენალტი ვერ გაიტანა.

დღეს მესი "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს. დაასრულებს იგი უიღბლო სერიას "ჩელსის" წინააღმდეგ?
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესიმ რა ქნას სად დაიჭიროს კურტუა,სანამ ატლეტიკოში იყო გააძღო და ჰოლანდიის ნაკრებს რო გაუტანა ლეომ კურტუა უკვე გასული იყო დამატებით დროში.
6 შეხვედრაში "არისტოკრატთა" კარს პეტერ ჩეხი იცავდა, 2-ჯერ კი - ენრიკე ილარიო. აქვე გეტყვით, რომ მესის ლონდონელთა დღევანდელ მეკარე ტიბო კურტუასთვის გოლი უკვე ხუთი წელია არ გაუტანია.
16:50 20-02-2018
0
ლეო დღეს დაასრულებს ამ უიღბლო სერიას.
ვისკა ბარსა
DATO
12:20 20-02-2018
4

სიახლეები პოპულარული