ანტონიო კონტე: მზად ვართ უბურთოდ ვიტანჯოთ და თავი არ დავკარგოთ

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"უდავოა, გრანდიოზული შეხვედრა იქნება. ასეთ მეტოქესთან თამაში დიდი გამოცდაა. ეს ფანტასტიკური გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო. ვფიქრობ, სწორედ ასეთმა თამაშებმა უნდა აღგვაფრთოვანონ. გაგვიჭირდება. განვმეორდები, ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთელებზე მესიზე, სუარესზე, ინიესტაზე და მთელ გუნდზე ვსაუბრობთ.

ყურადღებით უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. კარგად ვიცნობთ "ბარსას". მათ უყვართ ბურთის ფლობა და უამრავ მომენტებს ქმნიან. მზად ვართ უბურთოდ ვიტანჯოთ და თავი არ დავკარგოთ. ვეცდებით ის გავაკეთოთ, რაც გვეხერხება.

მესი მსოფლიოს
საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყურადღებით მეურვეობა სჭირდება და არამარტო მას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული