უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ნეიმარი: გასულ წელს უარეს სიტუაციაში ვიმყოფებოდი

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა მადრიდის "რეალთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ გასულ წელს უფრო რთულ სიტუაციაშიც იმყოფებოდა.

"ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რომ საპასუხო მატჩში სხვაობა აღმოვფხვრათ.

ეს რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გასულ წელს უფრო რთულ სიტუაციაში ვიმყოფებოდი, მაგრამ მაინც გავედით. იმედია, უკეთ ვითამაშებთ", - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნეიმარი "ბარსელონასთან" ერთად პსჟ-სთან სტუმრად 0:4 დამარცხდა, ხოლო "კამპ ნოუზე" პარიზელები 6:1 დაამარცხეს.

საპასუხო მატჩი პსჟ-სა და "რეალს" შორის 6 მარტს,
პარიზში გაიმართება.