ანხელ დი მარიას მეუღლემ უნაი ემერი გააკრიტიკა

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველი ანხელ დი მარია მწვრთნელმა უნაი ემერიმ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში არ ათამაშა და ამის გამო ფეხბურთელის მეუღლემ, ხორხელინა კარდოსომ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული წერილით გააკრიტიკა:

"შენი თავდადება + შენი შრომისმოყვარეობა + შენი გოლები + შენი საგოლე გადაცემები + შენი საუკეთესო ფორმაში ყოფნა = ადგილს სათადარიგოთა სკამზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ქალებს ფეხბურთი არ ესმით".

ანალოგიური წერილი გამოაქვეყნა ამავე გუნდის მცველის, ტიაგო სილვას თანამეცხედრემ იზაბელ სილვამაც, მაგრამ შემდეგ წაშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული