უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მარიო ბასლერი: ვინმემ კლუბში უნდა უთხრას ბუფონს, რომ დროა წავიდეს

AutoSharing Option
ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ბასლერი ფიქრობს, რომ ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან" (2:2), რომელიც იდეალურისგან შორსაა, ამტკიცებს, რომ იტალიელმა დროა, კარიერა დაასრულოს.

"ჯიჯი შთამბეჭდავი მეკარე იყო, მაგრამ ზოგჯერ წასვლის სწორ მომენტს ხელიდან ვუშვებთ. მან ეს მომენტი გაუშვა. ვინმემ კლუბში ან მთავარმა მწვრთნელმა უნდა უთხრას ამის შესახებ. შესაძლოა, მას ნამდვილად სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ის საერთაშორისო დონის მეკარე აღარაა. "იუვენტუსი" მასთან ერთად ამ ტიტულს ვერ მოიგებს", - თქვა ბასლერმა Sport1-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა სანაკრებო
კარიერის დასრულების შემდეგ ნოემბერში განაცხადა, მას შემდეგ, რაც იტალია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

თუმცა შემდეგ მეკარემ აღნიშნა, რომ მზადაა, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ ის ნაკრებს დასჭირდება.