სერხიო რამოსი არდანიშნულ პენალტზე: ბურთი მკერდზე მომხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩი შესანიშნავად ჩაატარა სერხიო რამოსმა. "სამეფო გუნდის" კაპიტანმა გუნდი აშკარა გაშვებულ გოლს ერთხელ გადაარჩინა, როდესაც რაბიოს დარტყმული დაბლოკა.

ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი კი მადრიდელთა საჯარიმოში განვითარებული მოვლენები იყო. როგორც იცით, პარიზელები რამოსზე ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, რაზეც ესპანელმა მცველმა შემდეგი განაცხადა:

"ბურთი მკერდზე მომხვდა და არა ხელში. ვფიქრობ, ეს მომენტი განმეორებით კიდევ ერთხელ უნდა ვნახო. მცველს ყოველთვის უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება, როდესაც შენი მოწინააღმდეგენი
ასეთი სწრაფი ფეხბურთელები არიან. ჩვენ ძალიან დაბალანსებული თამაში გვქონდა, რაც მატჩის საბოლოო შედეგზეც აისახა", - აღნიშნა რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
100%-იანი პენლტი იყო.მანძილი დარტყმიდან ხელამდე 2 მეტრზე მეტი იყო.რამოსმა ხელის გაწევა თუ ვერ მოასწრო,ეს მისი პრობლემა იყო.ბურთი კარში მიდიოდა.
ზაზა
11:55 15-02-2018
3
აი თავხედი, მსაჯი კიდევ კორუმპირებული.
vano
11:50 15-02-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული