რონალდოს მორიგი რეკორდი - პორტუგალიელი ისტორიის წერას განაგრძობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდომ პსჟ-ის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, რითაც 100-იანთა კლუბში შეაბიჯა. საქმე იმაშია, რომ "სამეფო კლუბის" მე-7 ნომერმა მადრიდელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა, ერთ კლუბში გატანილი ამდენი ბურთი კი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

პლუს ამას, კრიშტიანოს უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 15 ბურთი "მანჩესტერის" შემადგენლობაშიც აქვს გატანილი. მეორე ადგილზე  ლიონელ მესი იმყოფება. არგენტინელის ანგარიშზე 97 გოლია.

მესამე პოზიციას 71 ბურთით რაული იკავებს, რომელსაც აქედან 66 გოლი "რეალის" მაისურით აქვს გატანილი, დანარჩენი 5 კი -
"შალკესი".

ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გოლეადორების ათეული კი ასე გამოიყურება:

1) კრიშტიანო რონალდო - 116 გოლი
2) ლიონელ მესი - 97 გოლი
3) რაული - 71 გოლი
4) რუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი
5) ქარიმ ბენზემა - 53 გოლი
6) ტიერი ანრი - 50 გოლი
7) ალფრედო დი სტეფანო - 49 გოლი
8-9) ანდრეი შევჩენკო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 48 გოლი
10) ეუსებიო - 47 გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული