უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პსჟ-ს პრეზიდენტი: მსაჯი "რეალს" ეხმარებოდა

AutoSharing Option
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს დამარცხებაში მსაჯი ჯანლუკა როკი დაადანაშაულა:

"შედეგი უსამართლოა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მომენტები გვქონდა, მაგრამ შეცდომები დავუშვით. მბაპეზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. არადა, არ ყოფილა. რეფერის შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. მსაჯი "რეალს" ეხმარებოდა.

ახლა განმეორებით შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ და ჩემის აზრით, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ამისათვის ყველაფერს ვიღონებთ. ბლანკოსს ძალიან გაუჭირდება".
ასევე დაგაინტერესებთ