"როგორც წესი, მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ასეთი გუნდები 2-3 მომენტს ქმნიან და გოლებით აგვირგვინებენ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დასაწყისში, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გავუშვით.
ჩვენ ერთი და იგივეს ვაკეთებთ, ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ, მერე კი იგივენაირად ვმარცხდებით. მე იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ადვილია "დიჟონთან" 8 გოლის გატანა, დროა ასეთ მატჩებშიც მივაღწიოთ შედეგს".