უნაი ემერი: 1:1-ზე მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" ძალიან დაეხმარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალთან" დამარცხების (1:3) შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა უნაი ემერიმ მსაჯის შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება:

"მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ რამოსმა საჯარიმოში ხელით ითამაშა... ეს რეფერის საქმეა, თუ პენალტია, უნდა დანიშნოს.

თავს არ ვიმართლებ. თუ ობიექტური მსაჯობა იქნება, შეგვიძლია ბლანკოსის ბარიერი გადავლახოთ. 1:1-ზე მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" ძალიან დაეხმარა. ამის მერე უკეთ ვთამაშობდით, ბურთს ვაკონტროლებდით, შეგვეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ არბიტრის საეჭვო გადაწყვეტილება "რეალს" თამაშის შემოტრიალებაში დაეხმარა.

ჩვენს მეტოქეს სახიფათო კონტრშეტევები ეხერხება. უფრო აკურატულად რომ გვეთამაშა და
მსაჯსაც არ მიეღო საეჭვო გადაწყვეტილება, შეგვეძლო მატჩი ფრედ დაგვესრულებინა, ან მოგვეგო კიდეც.

"რეალი" ფავორიტია, რადგან უკანასკნელი ოთხი გათამაშებიდან სამში გაიმარჯვა. თუმცა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე შეგვიძლია გავიდეთ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
პსჟ საპნის ბუშტი გუნდია. პრეზიდენტი როგორც ჩანს ძალიან ერევა მწვრთნელის საქმეებში, თორემ რომელი მწვრთნელი მოითხოვდა პერსპექტიულ მბაპეს 180 მილიონად და სკამზწ დასვამდა ნეიმარს და დრაქსლერს? ნეიმარიც უბრალოდ ძალიან კარგი "ტეხნარია", სიდიადემდე ბევრი უკლია. ვერ გახდება ისეთი როგორც რონალდო და მესი არიან თავიანთი გუნდებისთვის.
???
15 თებერვალი 2018 14:22
1
ყველაფერი რეალის სასიკეთოდ აეწყო ამ მატჩში,რაც ლა ლიგაში არ უმართლებდათ აქ გაუმართლათ.ემერის შეცდომა ლე-ცელსოს დაყენება და სილვას და დი-მარიას სკამზე დასმაა.ნეიმარმა უფრო მაგარი ფეხბურთი ითამაშა ვიდრე რონალდუმ მაგრამ შედეგისთვის საკმარისი არ გამოდგა.განმეორებითში აუცილებლად პსჟ მოიგებს და გავა
jino7
15 თებერვალი 2018 13:39
2
ხელი კი არა მხარი იყო კარგად დააკვირდით.
maxo
15 თებერვალი 2018 13:16
3
ნეიმარი რა გოზინაყიც არის ხომ გამოჩნდა. შაურის არ გაუკეთებია არაფერი, ეს მესი იყო რომ ამარაგებდა პასებით თორემ აქ რას აკეთებს ხომ ნახეთ. და კიდევ კავანის გაყვანა იყო დიდი შეცდომა, ბოლო- ბოლო 2 კაცი ედგა მუდმივად რომელმაც მერე მოიცალეს სხა საქმისთვის და შედეგიც დადგა.
vano
15 თებერვალი 2018 11:49
0
უნამუსო მსაჯი. ამ ხელით თამაშის ვერაფერი გავიგე, საჯარიმოს გარეთ რომ ყოფილიყო მაშინ იქნებოდა დარღვევა და საჯარიმოში არ არის რა უბედურებაა.გასაგდები რელიდან უფრო იყო ვიდრე პსჟ-დან.
givi
15 თებერვალი 2018 11:45
4
ეგრე ხაშურსაც რომ ეხმარებოდნენ, ჩემპიონი იქნებოდა.
jj
15 თებერვალი 2018 11:09
0
წააგებენ რეალთან და მერე მსაჯებზე წუწუნებენ, ემერის რომ სინდისი ქონოდა, შარშან ბარსას მერე უნდა გადამდგარიყო. ამხელა ამბიციური გუნდის მწვრთნელია და ელემენტარული წესები არ(თუ არ უნდა) იცის, ამაზე პენალს 10 მსაჯიდან 11 არ დადებდა.
temida
15 თებერვალი 2018 10:07
1
არა მსაჯი პირიქიტ წაგეხმარა უნაემერო ლო სესო რო გაეგდო 5-1 წააგებდი
achi
15 თებერვალი 2018 09:44
1

სიახლეები პოპულარული