გონსალო იგუაინი: ტახტზე წამოწოლილი ადამიანებისთვის საუბარი ადვილია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, საშინაო არენაზე, ლონდონის "ტოტენჰემთან" 2:2 ითამაშა. მატჩში დუბლი შეასრულა გონსალო იგუაინმა, თუმცა პიპიტამ პენალტი ვერ გამოიყენა, რამაც გულშემატკივართა წყრომა გამოიწვია. დღეს იგუაინმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"მოგესალმებით ყველას. თამაშის დასრულების შემდეგ ტახტზე წამოწოლილი და სავარძელში მჯდარი ადამიანებისთვის საუბარი ადვილია. 2:0-ზე თამაში შესანიშნავად მიდიოდა, თუმცა 2:2-ის შემდეგ ყველაფერი მალევე შეიცვალა.

ჩვენ არ გვაინტერესებს ის, თუ რას საუბრობენ ბოროტი ენები. გელოდებით ყველას ლონდონში, ვისაც "იუვენტუსისთვის" კარგი სურს და მისი სჯერა", - დაწერა იგუაინმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული