რაფაელ ვიკი: ჩვენი შესაძლებლობების "მანჩესტერ სიტისთან" შედარება შეუძლებელია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" განადგურება "ბაზელის" მწვრთნელმა რაფაელ ვიკიმ ობიექტურად შეაფასა:

"იდეალურად ნამდვილად არ გვიასპარეზია. შედეგის მისაღწევად მეტოქესავით უნდა გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მეოთხედფინალში გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია და შედეგი ადვილად პროგნოზირებადი იყო.

ჩვენი შესაძლებლობების "მანჩესტერ სიტისთან" შედარება შეუძლებელია. მწარე მარცხი განვიცადეთ, თუმცა 1/8 ფინალში გასვლით ამაყები ვართ. ტურნირზე 90 წუთი თამაში დაგვრჩა და შეგვიძლია ყველაზე მაღალ დონეზე ასპარეზობით დავტკბეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული