პეპ გვარდიოლა: თითქმის მეოთხედფინალში ვართ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბაზელის" 4:0 განადგურება "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ შემდეგნაირად შეაფასა:

"შესანიშნავი შედეგია, თითქმის მეოთხედფინალში ვართ. ამ ტურნირის პლეი-ოფი ყოველთვის 180-წუთიანი ბრძოლაა. გიუნდოგანი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. გასულ სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. მისი თამაშით და პიროვნული თვისებებით ძალიან კმაყოფილები ვართ.

ჯერ მხოლოდ თებერვალია და პრემიერლიგაზე შესანიშნავი პოზიცია გვაქვს. თან, ინგლისის ლიგის ფინალსაც ვუწიეთ. ორშაბათს ინგლისის თასის 1/4 ფინალში გასვლის შესაძლებლობა გვაქვს. ასეა, თამაშს თამაში მოზდევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული