მაურიციო პოჩეტინიო: ფრეზე უფრო მოგებას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ფრედ დასრულებულ პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაზე კომენტარი "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ გააკეთა:

"ფანტასტიკური მატჩი იყო. პირველი 9 წუთი ცუდად ჩავატარეთ და 2 გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ თამაში შემოვატრიალეთ.

0:2-დან ფრის ტურინში მიღწევა წარმოუდგენლად რთულია. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ფრეზე უფრო მოგებას ვიმსახურებდით.

ბოლო ხანს გუნდმა თამაში გააუმჯობესა და წინ გადადგა ნაბიჯი. შესანიშნავი რეაგირება იყო. ფეხბურთში ყისმათი ყოველთვის საჭიროა. მეოთხედფინალისტის ვინაობა არ გარკვეულა. "იუვე" დიდი გუნდია. "უემბლიზე" გამარჯვების იმედი გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული