ზინედინ ზიდანი: წინ არ მივრბივართ, მხოლოდ პსჟ-სთან მატჩზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ, წინ არ მივრბივართ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფრანგულ გუნდს ვხვდებით. ოდენ კარგად თამაშზე ვფიქრობ.

მარსელელი ვარ და პსჟ ყოველთვის ჩვენი პრინციპული მეტოქე იყო. ახლა კი "რეალში" ვარ. იმედია, ლამაზი თამაში იქნება. გუნდი სრულადაა მობილიზებული. ტაქტიკა მთავარი არაა, მთავარია როგორ ვიასპარეზებთ.

ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ, მხოლოდ დღევანდელზე ვარ კონცენტრირებული. სხვა რამის კონტროლირება არ შემიძლია. ეს ჯერ ფინალი არაა. ფინალამდე შორი გზაა.

რონალდო და
ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. რონალდომ ხუთი "ოქროს ბურთი" მოიგო, ამიტომ მათი შედარება არ შეიძლება. ეს რონალდოსა და ნეიმარის კი არა, არამედ გუნდების დაპირისპირებაა.

მივმართავ თუ არა ნეიმარის წინააღმდეგ პრესინგს? უკომენტაროდ. შანსები თანაბარია. კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენი გულშემატკივრების გახარების საშუალება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული