მირალემ პიანიჩს "ტოტენჰემში" გადასვლა შეეძლო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე დღეს საშინაო შეხვედრაში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ჟურნალისტები "ბებერი ქალბატონის" ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს გაესაუბრნენ, რომელმაც თქვა, რომ "ტოტენჰემში" გადასვლა შეეძლო.

"როდესაც "რომაში" ვთამაშობდი, მქონდა შეთავაზება, სათამაშოდ "ტოტენჰემში" გადავსულიყავი. ეს მაშინ იყო, როდესაც მათ გარეთ ბეილი მადრიდის "რეალში" გაყიდეს. ლონდონელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, თუმცა რომში ძალიან ბედნიერი ვიყავი და კლუბი ამიტომაც არ შევიცვალე.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ ძალიან მოტივირებული და მშიერი გუნდი ვართ, რომელიც მოგებაზე ითამაშებს, თუმცა "ტოტენჰემი" ძალიან ძლიერი კლუბია", - აღნიშნა პიანიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული