კილიან მბაპე: რა თქმა უნდა, შეგვიძლია "რეალის" დამარცხება

AutoSharing Option
2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად დასახელებული პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე რატომღაც მადრიდის "რეალის" დამარცხებაში დარწმუნებულია. აი, რა უთხრა მან "მარკას":

"რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ძლევა. გვესმის, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ თებერვლამდე ბევრს ვივარჯიშებთ და ბლანკოსთან სათამაშოდ მზად ვიქნებით.

კენჭისყრის შედეგს მშვიდად შევხვდი. ტურნირის მოსაგებად უძლიერეს გუნდებს უნდა მოუგო და "რეალი" ერთ-ერთი მათგანია. შესანიშნავი ორთაბრძოლა იქნება, სადაც ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

რონალდოსთან დაპირისპირება? მთავარი თამაშია. მე საფრანგეთს წარმოვადგენ, პსჟ კი ლიგაზე დარჩენილი ერთადერთი ფრანგული კლუბია. ასე
რომ, ყველა პირადი დაპირისპირება მეორე პლანზე გადადის. მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული