ინგლისელებს არაფერი ავიწყდებათ, ლიონელ მესის 2006 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენეს

AutoSharing Option
''ჩვენ გვძულს "ჩელსი" უფრო მეტად, ვიდრე მადრიდის ''რეალი'', – დიახ, ინგლისურმა პრესამ ლიონელ მესის მიერ 2006 წელს ნათქვამი ეს სიტყვები გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ იმ სეზონშიც ეს გუნდები ერთმანეთს ''ჩემპიონთა ლიგის'' 1/8-ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდნენ და მაშინ უკეთესი კატალონიური კლუბი აღმოჩნდა.

''ჩვენს თითოეულ ფეხბურთელს ''ჩელსი'' უფრო მეტად სძულს, ვიდრე ''რეალი''. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ ასეა. ასევე არასდროს მეგონა, რომ უფრო უხეშ თამაშს ვნახავდი, ვიდრე  ''ბოკა ხუნორისისა'' და ''რივერ პლეიტის'' დაპირისპირება, ან არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრაა'', – განაცხადა 2006 წელს
მესიმ.

აღსანიშნავია, რომ მესის ''ჩელსის'' წინააღმდეგ რვა შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლონდონელთა კარის მიმართულებით მან 29-ჯერ დაარტყა, თუმცა ''არისტოკრატთა'' გულშემატკივრები არცერთხელ არ დაუმწუხრებია.


მომზადებულია mirror–ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული