ფერნანდო ლორენტე: მსურდა, ტურინის ''იუვენტუსს'' შევხვედროდით

AutoSharing Option
ლონდონის ''ტოტენჰემის'' ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ ისაუბრა. უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8-ფინალში 32 წლის შემტევი მის ყოფილ კლუბს, ტურინის ''იუვენტუსს'' დაუპირისპირდება.

''ძალიან ამაღელვებელი მომენტია. მე ''იუვენტუსში'' ორი წელი გავატარე და 5 ტიტული მოვიპოვე. მსურდა, რომ მათ შევხვედროდით.

''იუვენტუსი'' მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. მაყურებელი ორ შესანიშნავ თამაშს იხილავს.

ჩვენ თავდაჯერებულები და აგრესიულები უნდა ვიყოთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას'', – აღნიშნა ლორენტემ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული