მაურიციო პოჩეტინიო: ჩემი ოჯახი არგენტინაში ტურინიდან გადაბარგდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ Football Italia-ს განუცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში "იუვენტუსთან" მომავალმა შეხვედრამ გაახარა:

"ეს ფანტასტიკაა, რადგან ჩემი ოჯახი არგენტინაში იტალიიდან, ტურინიდან გადაბარგდა. დაუჯერებელია! მე იტალიური წარმომავლობისა ვარ. ყოველთვის მინდოდა ტურინში თამაში და როგორც იქნა, ჩავალ ამ ქალაქში, "ბიანკონერისთან შესახვედრად.

ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთ დონეზე საასპარეზოდ მზადყოფნა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ასეთ ზეწოლას გავუძლოთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინელთა ნახევარზე მეტი იტალიური წარმოშობისაა
Lagashi
09:20 12-12-2017
0

სიახლეები პოპულარული