უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

უნაი ემერი: მჯერა, რომ მადრიდის ''რეალს'' დავამარცხებთ

AutoSharing Option
უნაი ემერის მადრიდის ''რეალის'' დამარცხების სჯერა. პარიზელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მისმა გუნდმა ჩვეული თამაში უნდა აჩვენოს.

''ვფიქრობ, რომ კარგი კენჭისყრა იყო. მჯერა, რომ ''რეალის'' დამარცხება შეგვიძლია. "ჩემპიონთა ლიგაზე'' წარმატებას რომ მიაღწიო, დიდი გუნდები უნდა დაამარცხო. ბოლო 16 გუნდში სუსტი უკვე არავინაა. ჩვენი ჩვეული თამაში უნდა ვაჩვენოთ, წარმატებას ამ შემთხვევაში მივაღწევთ'', – აღნიშნა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართული წილისყრის შემდეგ პსჟ და ''რეალი'' მერვედფინალში ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან.