ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრაზე

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.

განთესილები: "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგ), პსჟ (საფ), "რომა" (იტა), "ბარსელონა" (ესპ), "ლივერპული" (ინგ), "მანჩესტერ სიტი" (ინგ), ბეშიქთაში (თურ), "ტოტენჰემი" (ინგ).

განუთესავები: "ბაზელი" (შვე), "ბაიერნი" (გერ), "ჩელსი" (ინგ), "იუვენტუსი" (იტა), "სევილია" (ესპ), "შახტარი" (უკრ), "პორტუ" (პორ), "რეალი" (ესპ).

  • წყვილში ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის გუნდები ვერ მოხვდებიან.

ჯგუფის გამარჯვებულები განთესილები იქნებიან და პირველ მატჩებს სტუმრად 13/14 და 20/21 თებერვალს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს
- 6/7 და 13/14 მარტს.

  • ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

წილისყრის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. 


დღესვე ნიონში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გასულ გუნდებსაც დააწყვილებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული