ექვსიდან ექვსში! კრიშტიანო რონალდოს მორიგი რეკორდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ახალი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელმა შემტევმა გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში შეძლო, რაც აქამდე არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

"სამეფო კლუბის" მე-7 ნომერმა გუშინ დორტმუნდის  ''ბორუსიას" კარი მე-12 წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო და ჯგუფური ეტაპი 9 გატანილი ბურთით დაასრულა.

საინტერესოა, რომ რონალდომ ამ გოლით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე 60 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა. მე-3 ადგილს 40 ბურთით ქარიმ ბენზემა, ხოლო მე-4 პოზიციას 32
წარმატებული დარტყმით ზლატან იბრაჰიმოვიჩი იკავებს.

მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მერვედფინალი მეოთხედფინალი ნახევარფინალი
ნახევარფინალი მეოთხედფინალი მერვედფინალი
ფინალი
2017/2018
იუვენტუსი
ტოტენჰემი
2:2
ბაზელი
მანჩესტერ სიტი
0:4
პორტო
ლივერპული
0:5
სევილია
მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი
პსჟ
3:1
შახტარი
რომა
ჩელსი
ბარსელონა
1:1
ბაიერნი
ბეშიქთაში
5:0
სიახლეები პოპულარული