მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა ნეიმარს ყალბი ევროს ბანკნოტები ესროლეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა ნეიმარს კუთხურის მოწოდების დროს ყალბი ევროს ბანკნოტები მიაყარეს.

ინციდენტი გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის დროს მოხდა. ამ ფაქტით "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრებმა "პარი სერ ჟერმენის" სატრანსფერო პოლიტიკას დასცინეს.

ნეიმარმა გუშინდელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, თუმცა თავი გატანილი გოლით არ გამოუჩენია.

ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულ კლუბში სარეკორდო თანხად, 220 მილიონ ევროდ გასულ ზაფხულს გადავიდა. ამ ტრანსფერის წყალობით იგი წელიწადში 74 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული