პაულო დიბალა: "ბარსელონას" თავს უკეთ იცავდა, ვიდრე ადრე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ "ბარსელონასთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მატჩი იოლი ნამდვილად არ ყოფილა, ძლიერი მეტოქე გვყავდა. "ბარსელონას" თავს უკეთ იცავდა, ვიდრე ადრე. მომავალ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ესპანელების შედეგს თავი დავანებოთ.

"იუვენტუსს" რთული თვე ელის. "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრა გველის, თან გასათვალისწინებელია მათი არაჩვეულებრივი გულშემატკივრები, მაგრამ ჩვენ "იუვენტუსი" ვართ და ნებისმიერ სტადიონზე უნდა მოვიგოთ.

უნდა ვიმუშაოთ და შევეცადოთ თამაში უკეთესი გავხადოთ. დაცვაში თამაში კარგად გვაქვს დალაგებული, მაგრამ უნდა ვეცადოთ უფრო მეტად ბურთით
ვიმოქმედოთ", - თქვა დიბალამ.

- ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მერვედფინალის გუნდების ნახევარი ცნობილია [VIDEO]

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული