"სევილიას" მწვრთნელმა მატჩის შესვენებისას ფეხბურთელებს უთხრა, რომ კიბოთია დაავადებული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "სევილია" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა "ლივერპულთან", მეორე ტაიმში კი ანგარიშის გათანაბრება და ქულის მოპოვება მოახერხა.

Sevillainfo იტყობინება, რომ შესვენებისას ანდალუსიური გუნდის 48 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა ედუარდო ბერიცომ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პროსტატის კიბოს ადრეული სტადია აქვს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

გიდო პისაროს მიერ 90+3-ე წუთზე გატანილი მესამე გოლის მერე ყველა ფეხბურთელმა ბერიცოსთან მიირბინა და აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, ეს ეპიზოდი ადასტურებს ედუარდოს ავადმყოფობას.

როგორც იუწყებიან, კლუბი ბერიცოს ავადმყოფობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას 22 ნოემბერს გააკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული