ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: შანსი 10 წლის შემდეგ - ქართველი პლეი ოფში

AutoSharing Option
დღეს E-H ჯგუფებში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართება. უკვე პლეი ოფში არიან F ჯგუფის ლიდერი "მანჩესტერ სიტი" და H ჯგუფის პირველადგილოსანი "ტოტენჰემი", სხვებს კი სერიოზული ბრძოლები ელით.

  • ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პლეი ოფში უკვე გავიდნენ: "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ-ჟერმენი" და "ტოტენჰემი".
  • V ტურში პლეი ოფში გასვლა შეუძლიათ: "ბარსელონას", "ბაზელს", "ბეშიქთაშს", "ჩელსის", "იუვენტუსს", "ლივერპულს", "მანჩესტერ იუნაიტედს", "პორტუს", "რეალს", "რომას", "სევილიასა" და "შახტარს".
ქართველი ლიგის პლეი ოფში?
ფრე ნეაპოლში და, დიდი ალბათობით, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე
ვიხილავთ.

დავით ხოჭოლავას "შახტარს" მიზნამდე მხოლოდ ქულა რჩება, ამ შემთხვევაში კი გაზაფხულზე ჩვენებურის ხილვის დიდი შანსი გვექნება. ბოლო ქართველები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე გააღწიეს ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე იყვნენ.

ახლა ერთი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტარია, მეორე კი - ქალაქის მერი. 2008 წლის პლეი ოფში კალაძის "მილანი" მერვედფინალში "არსენალთან" დამარცხდა, კობიაშვილის "შალკე" კი "პორტუს" გასცდა, მაგრამ მეოთხედფინალში "ბარსელონასთან" ორივე მატჩში 0:1 დამარცხდა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ პლეი ოფში გასვლის შანსი "სპარტაკსაც" აქვს, რომლის რიგებშიც ჯანო ანანიძე ირიცხება, თუმცა ჩვენებური ტრავმირებულია.

დღის მატჩი: სევილია-ლივერპული
"ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე" საქმე მარტივადაა - ვინც ამ თამაშს მოიგებს, მერვედფინალის საგზურს ტურით ადრე გაინაღდებს და შეძლებს გაზაფხულამდე შინაურ საკითხებზე გადაწყობას.

ამ ჯგუფში "ლივერპული" 8 ქულით ლიდერობს, ინგლისელებს ანდალუსიაში მოგების გარდა, შესაძლოა, ფრეც ეყოთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, "სპარტაკმა" შინ "მარიბორთან" უნდა წააგოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

"სევილიას" საგზურის გასანაღდებლად მხოლოდ მოგება აძლევს ხელს და აუცილებლად შეუტევს. რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს თამაშები, "სპარტაკს" ბოლო ტურამდე დარჩება შანსი. თუ ანანიძის გუნდი შინ ფრეს მაინც ითამაშებს, მესამე ადგილსა და ევროპალიგის პლეი ოფს გაინაღდებს. სლოვენიელები გავარდნის პირას არიან, მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ, რასაც "სევილიას" მარცხი უნდა დაერთოს.

ურთიერთშეხვედრები
ამ სეზონამდე "სევილია" და "ლივერპული" ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - ეს მოხდა გასული წლის მაისში ბაზელში, სადაც ევროპალიგის ფინალი გაიმართა. "ლივერპული" დანიელ სტარიჯის გოლით იგებდა, მაგრამ კევინ გამეირომ გაათანაბრა და შემდეგ კოკემ დუბლი შეასრულა. ეს იყო "სევილიას" მეხუთე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში. ესპანური კლუბი გახდა პირველი, ვინც ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპალიგა (უეფას თასი).

წლეულს "ენფილდზე" გუნდებმა 2:2 ითამაშეს. ბენ იედერმა სტუმრები წინ გაიყვანა, მაგრამ რობერტო ფირმინომ გაათანაბრა. სალაჰის დარტყმულს რიკოშეტი წაეხმარა და "ლივერპული" დაწინაურდა, შემდეგ ბრაზილიელმა ფირმინომ პენალტი გააცუდა და "ლივერპული" დაისაჯა კიდეც - შეცვლაზე შესულმა მურიელმა ხოაკინ კორეა მოძებნა და ანდალუსიელებმა "ენფილდიდან" ქულა წაიღეს.

ფორმა
"სევილიამ" ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგო "სანჩეს პისხუანზე". ანდალუსიელებმა შინ ბოლო 8 ევროპული მატჩიდან 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. ინგლისურ კლუბთან შინ პირველად "სევილია" შარშანწინ ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა, როცა "მანჩესტერ სიტისთან" 1:3 დათმო.

გასულ სეზონში იყო მერვედფინალური დაპირისპირება "ლესტერ სიტისთან", რომელიც ესპანურმა კლუბმა შინ 2:1 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ბრძოლა "მელიებმა" გააგრძელეს.

"სევილია" მეხუთედ თამაშობს ჯგუფურ ეტაპზე (ზედიზედ მესამედ).

ბოლო სამი ვიზიტია, "ლივერპული" ერთნაირი ანგარიშით - 0:1 - აგებს ესპანეთში. სულ ბოლოს იყო მარცხი "ვილიარეალთან" (2016 წ). ევროპალიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 3:0 მოიგო და ეს იყო "წითლების" ბოლო 6 შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება ესპანურ კლუბზე. ისე, იურგენ კლოპის გუნდი აშკარად შევიდა ფორმაში, "ლივერპულს" ბოლო 8 შეხვედრაა, მარცხი არ აქვს.

დისკვალიფიცირებული არავინაა, მასპინძელთა რიგებში ტრავმები აქვთ დანიელ კარისოს და ნიკოლას პარეხას. საეჭვოა სებასტიენ კორშიას თამაშიც. ინგლისელთა რიგებში ეჭვს იწვევს ადამ ლალანასა და ჯოელ მატიპის თამაში. ნათანიელ კლაინს ამ სეზონში არცერთხელ არ უთამაშია და ის არც "სანჩეს პისხუანზე" ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-2-3-1): სორია - კორშია, კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, პისარო - სარაბია, ბანეგა, ხესუს ნავასი - ბენ იედერი

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ლოვრენი, კლავანი, მორენო - ჯანი, ჰენდერსონი, კოუტინიო - სალაჰი, მანე, ფირმინო

პრესკონფერენცია
ედუარდო ბერიცო (სევილია): "იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით თამაშობს "ლივერპული", როგორ გადადის დაცვიდან შეტევაში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავუფრთხილდეთ ბურთს, ვითამაშოთ ზედმიწევნით ზუსტად და ჭკვიანურად.

ჩვენი თამაშის რიტმის რეგულატორები ნ"ზონზი და სარაბია არიან. ნ"ზონზი აჩქარებს გუნდს, ან პირიქით - ანელებს ტემპს. მის წინ შეტევაში ბევრი ფეხბურთელია და ყველა მათგანი მისივე სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

ასეთ სიტუაციებში, როგორშიც ახლა ვართ, ყოველთვის კარგია მწვრთნელისთვის, გაიხსენო - ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა ოცნებები გქონდა. ჩემთვის "სევილიას" მწვრთნელობა ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში პრივილეგიაა".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "აქ იმიტომ არ ჩამოვსულვართ, რომ საფეხბურთო ატმოსფეროთი დავტკბეთ. აქ იმიტომ ვართ, რომ "სევილიას" ფანები არ გავახაროთ, სამაგიეროდ, გავახაროთ "ლივერპულის" ფანები. რაც შეეხება მოჰამედ სალაჰის თამაშს, მან გაამართლა ჩემი მოლოდინები. ის ნამდვილი ვარსკვლავია. ძალიან მახარებს მისი გოლები და თამაშის მანერა. არ მინდა მასზე ბევრი ვილაპარაკო, ამ თამაშში უფრო მისი სტატისტიკა მადარდებს".

გასულ უქმეებზე
შაბათს "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" 3:0 მოუგო, ხოლო "სევილია" შინ "სელტასთან" აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:1 იმარჯვა.

ფაქტები
  • "ლივერპულის" ფეხბურთელი ალბერტო მორენო "სევილიას" აღზრდილია და პირველ გუნდში 62 მატჩი აქვს ჩატარებული.
  • "სევილიას" ფეხბურთელებიდან ინგლისში უთამაშიათ: დანიელ კარისოს, ხესუს ნავასს, ნოლიტოს, სტივენ ნ"ზონზის.
  • ლივერპულელ ფილიპე კოუტინიოს 2012 წელს სეზონი იჯარით "ესპანიოლში" აქვს გატარებული.
ნაპოლი-შახტარი
ამ ჯგუფში "მანჩესტერ სიტი" მშვიდად არის - პეპ გვარდიოლას გუნდს 12 ქულა აქვს და ერთადერთი, რაც დარჩენია, პირველი ადგილის განაღდება. ამისთვის "სიტიმ" უკრაინულ "შახტარზე" უკეთ უნდა ითამაშოს ტურში.

"შახტარი" ნეაპოლს სტუმრობს და ფრით პლეი ოფში გასულია, ხოლო წაგების შემთხვევაში უკრაინელებს აწყობთ ისეთი ანგარიში, რომ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მონაცემი ჰქონდეთ. I წრეში "შახტარმა" 2:1 მოუგო "ნაპოლის".

ნეაპოლელებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული კალიდუ კულიბალი. არ იქნებიან ტრავმირებული არკადიუშ მილიკი და ფაუზი გულამი. "შახტარს" დარიო სრნა ჰყავს დისკვალიფიცირებული, ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ მაქსიმ მალიშევი და სერჰი კრივცოვი.
მატჩის რეფერი სლოვენიელი დამირ სკომინაა.

ხარკოვში "შახტარი" ტაისონმა და ფერეირამ 2:0 დააწინაურეს. "ნაპოლიმ" ერთი გაქვითა მილიკის პენალტით, მაგრამ სულ ეს იყო.

"შახტარი" ბოლო წლებში მოწინავე კლუბებში დამკვიდრდა 2000 წლის შემდეგ გუნდმა 12-ჯერ მიიღო მონაწილეობა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (მანამდე ერთხელაც არ უთამაშია) და პლეი ოფში გასვლა სამჯერ შეძლო.

ბეშიქთაში-პორტუ
თავიდან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ "ბეშიქთაში" ჯგუფის ლიდერი იქნებოდა, თუმცა ახლა თურქულ კლუბს პლეი ოფის საგზურის ნაადრევად განაღდებაც შეუძლია.

საკმარისია, თურქები შინ "პორტუსთან" არ დამარცხდნენ, რომ ისინი არა მარტო მერვედფინალში გასვლას, არამედ, ჯგუფში პირველ ადგილსაც გაინაღდებენ. მეტიც, თურქებს სულაც წაგებაც "აწყობთ", თუკი "ლაიპციგი" თავის თამაშს ვერ მოიგებს. უმოტივაციო არც "პორტუა", იკერ კასილიასი და კომპანია მერვედფინალშია სტამბოლში მოგების შემთხვევაში, თუ "ლაიპციგი" "მონაკოს" ვერ მოუგებს.

H ჯგუფი
"დორტმუნდისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება უდავოდ მეტს დაიმსახურებდა, "დეზებს" პლეი ოფის საგზური განაღდებული რომ არ ჰქონდეთ. "ტოტენჰემმა", უბრალოდ, ეს ტური "რეალზე" ცუდად არ უნდა ჩაატაროს და პირველი ადგილიც გარანტირებული აქვს. "დორტმუნდმა" მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქროს, თუმცა გერმანული კლუბი მეორე თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული.

"სამეფო კლუბი" კვიპროსზე ჩადის და აპოელ-ს ეთამაშება, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს შანსები.

"რეალს", ერთი შეხედვით, არ აქვს რთული ამოცანა გადასაჭრელი - გუნდმა უნდა დაამარცხოს აპოელ-ი და მერვედფინალშია. იმ შემთხვევაში, თუ "დორტმუნდი" თავის თამაშს ვერ მოიგებს, "რეალს" კუნძულზე ფრეც აძლევს ხელს. რომ არა ზინედინ ზიდანის გუნდის მცირე კრიზისი, ვიტყოდით, რომ "რეალი" ცალი ფეხით მერვედფინალშია.

სამშაბათი, 21 ნოემბერი
E ჯგუფი
სპარტაკი-მარიბორი 21:00
სევილია-ლივერპული 23:45

F ჯგუფი
მანჩესტერ სიტი-ფეიენოორდი 23:45
ნაპოლი-შახტარი 23:45

G ჯგუფი
ბეშიქთაში-პორტუ 21:00
მონაკო-ლაიპციგი 23:45

H ჯგუფი
დორტმუნდი-ტოტენჰემი 23:45
აპოელ-რეალი 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ აწყობს, რომ ნიკოლოზს პორტუზე აქვს ფსონი დადებული
mamuka
21:40 21-11-2017
0
laipcigma tu ver moigoo tan aset axsnas azlevt da sadaa aq logika?rom moigos laipcigma?am shemtxvevashi zalian shors xart logikidan tan zalian shors...ukacravad
euhh
17:04 21-11-2017
1
Group A
მან. იუნაიტედი
6
5
0
1
9
15
ბაზელი
6
4
0
2
6
12
ცსკა
6
3
0
3
-2
9
ბენფიკა
6
0
0
6
-13
0
Group B
პსჟ
6
5
0
1
21
15
ბაიერნი
6
5
0
1
7
15
სელტიკი
6
1
0
5
-13
3
ანდერლეხტი
6
1
0
5
-15
3
Group C
ჩელსი
6
3
1
2
8
11
რომა
6
3
2
1
3
11
ატლეტიკო
6
1
4
1
1
7
ყარაბაღი
6
0
2
4
-12
2
Group D
ბარსელონა
6
4
2
0
8
14
იუვენტუსი
6
3
2
1
2
11
სპორტინგი
6
2
1
3
-1
7
ოლიმპიაკოსი
6
0
2
4
-9
1
Group E
ლივერპული
6
3
3
0
17
12
სევილია
6
2
3
1
0
9
სპარტაკი
6
1
3
2
-1
6
მარიბორი
6
0
3
3
-13
3
Group F
მანჩესტერ სიტი
6
5
0
1
9
15
შახტარი
6
4
0
2
0
12
ნაპოლი
6
2
0
4
0
6
ფეიენორდი
6
1
0
5
-9
3
Group G
ბეშიქთაში
6
4
2
0
6
14
პორტუ
6
3
1
2
5
10
ლაიპციგი
6
2
1
3
-1
7
მონაკო
6
0
2
4
-10
2
Group H
ტოტენჰემი
6
5
1
0
11
16
რეალი
6
4
1
1
10
13
ბორუსია (დ)
6
0
2
4
-6
2
აპოელ
6
0
2
4
-15
2
სიახლეები პოპულარული