მაურიციო პოჩეტინიო: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის "რეალის" დამარცხების მერე ლონდონის "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ შეგირდები აქო და ადიდა:

"ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და გამარჯვებას ვულოცავ. ერთობ კმაყოფილი ვარ დელე ალის თამაშით და გულშემატკივრების მხარდაჭერით. ბლანკოსის დამარცხება დიდებულია. თუმცა, სეზონი გრძელია და წინ დიდი ბრძოლები გველის.

რა თქმა უნდა, ეს მოგება დამატებით იმპულსს შეგვძენს. შემდეგ ეტაპზე გავედით და უქმეებზე "კრისტალ პალასთან" შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. მე მოსვენების უფლება არა მაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული