პსჟ-ის პრეზიდენტი: მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო

AutoSharing Option
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა "ანდერლეხტთან" გამარჯვების შემდეგ (5:0) კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდისთვის პირველ ადგილზე გასვლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

"მნიშვნელოვანი იყო "ანდერლეხტის" დამარცხება. ძალიან კარგია, რომ ფეხბურთელებმა ბევრი გოლი გაიტანეს და პსჟ ამით მეტ ნდობას იმსახურებს. ჩვენ საუკეთესოები ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა.

მეტოქის ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ. მათ გააკეთეს თავიანთი მაქსიმუმი. გულშემატკივრები ბედნიერები არიან, რომ 5 გოლი გავიტანეთ და შეგვეძლო უფრო მეტის გატანაც, რა თქმა უნდა"- ციტირებს ნასერ ელ-ხელაიფის სიტყვებს L'Equipe-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული