დი ფრანჩესკო: "ჩელსის" დამარცხება არ გამკვირვებია

AutoSharing Option
"რომას" თავკაცმა ეუსებიო დი ფრაბჩესკომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ჩელსის" განადგურება (3:0) ასე შეაფასა:

"არ გამკვირვებია. ვიცოდი, ჩემს გუნდს შეეძლო ასეთი მრისხანე მეტოქის დამარცხება. შესანიშნავი საღამო იყო და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. სპალეტიმ ჩინებული მემკვიდრეობა დამიტოვა. დიდებული გამარჯვებაა, მაგრამ ჩემი სახელობის არაა.

ეს "რომას", რომაელებისა და ტიფოზების გამარჯვებაა. ჩემთვის ეს ათვლის წერტილია და კიდევ მრავალი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებ.

წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს. სერიოზულ ძალად ვიქეცით. თუმცა, ეს განვითარების ადრეული ეტაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ, რომ რომაელები გავახარე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული