ედენ აზარი: ასეთი მატჩი უნდა მოიგო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "რომასთან" ნაყაიმევს (3:3) ლონდონის "ჩელსის" დუბლის შემსრულებელი ნახევარმცველი ედენ აზარი ვერ იყო მთლად კარგ ხასიათზე:

"პრაქტიკული თვალსაზრისით ფრე ორივე გუნდისათვის კარგი შედეგია. თუმცა, როდესაც სახლში 2:0-ს იგებ, საბოლოოდ უნდა გაიმარჯვო. სასიამოვნოა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე დავრჩით.

ედინ ჯეკო ფანტასტიკური თავდამსხმელია. ახლა რომში გვიწევს თამაში და 3 ქულის აღებას შევეცდებით. ორი წაგების შემდეგ ძნელი იყო მორიგი შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად განწყობა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული