ზიდანი: "რეალმა" სახლში ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში შინ, ლონდონის "ტოტენჰემთან" ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი მთლად კარგ ხასიათზე ვერ იყო:

"ყაიმით გახარებული არა ვართ, რადგან "ბერნაბეუზე" ვთამაშობდით, სადაც ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ. უნდა ითქვას, მოგება შეგვეძლო. ორივე მეკარე მაგრად გაისარჯა. ჩვენ ბურთი ძელსაც გავარტყით. მეტოქე თავს კარგად იცავდა და ამდენად, შედეგი ლოგიკურია.

ახლა, მათ დამარცხებას "უემბლიზე" შევეცდებით. ჩემი ბიჭების თამაშით უკმაყოფილო არა ვარ და შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. სეზონის წარმატებული სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ თანდათან ვპროგრესირებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული