გვარდიოლა: ასეთ მაგარ გუნდს იშვიათად შევხვედრილვარ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ნაპოლისთან" 2:1-ზე მოგებული მატჩი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ასე გაარჩია:

"ვიცოდი, გაგვიჭირდებოდა, რადგან "ნაპოლი" კარგი გუნდია. ჩინებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ამდენივეს გატანა კიდევ შეგვეძლო. შემდეგ დავიღალეთ და სწრაფი კონტრშეტევები აღარ გამოგვდიოდა. ჩვენს მეტოქეს ეხერხება მოკლე პასებით იერიშის წამოწყება.

მაღალი პრესინგი ყველთვის არ გამოგვდიოდა. ამ დროს მოწინააღმდეგე უბრალოდ თამაშობდა. ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებდნენ - ერთი, ორი და მორჩა. ასეთ მაგარ გუნდს იშვიათად შევხვედრილვარ. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ნეაპოლელთა დამარცხება ადვილი
არაა. ამ გამარჯვებით მართლაც ვიამაყებ.

"ნაპოლის" კი ასეთი ასპარეზობით სკუდეტოს მოგება შეუძლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული