"ბეშიქთაშმა" ფანებს სთხოვა, "მონაკოსთან" მატჩზე არ მივიდნენ

AutoSharing Option
"ბეშიქთაშმა" სოციალური ქსელიდან ფანებს მიმართა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, "მონაკოსთან" დაპირისპირების დროს არ მივიდნენ საგულშემატკივროდ.

"ძვირფასო გულშემატკივრებო უეფას გადაწყვეტილების მიხედვით, გთხოვთ ნუ მოხვალთ საქომაგოდ "მონაკო"-"ბეშიქთაშის" მატჩში. თუ თქვენ დაესწრებით შეხვედრას "ლუი II"-ზე, არსებობს სასჯელის გაგრძელების რისკი."

შეგახსენებთ წინა სეზონში, ევროპა ლიგაზე "ლიონი" "ბეშიქთაშის" დაპირისპირების დროს, თურქმა ფანებმა არეულობა მოაწყვეს. უეფამ კი თურქ ქომაგს ერთი წლით აუკრძალა, ფრანგულ გუნდებთან მატჩებზე დასწრება.

"მონაკო"-"ბეშიქთაში" დღეს, საღამოს 22:45 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული