სარი: "მანჩესტერ სიტი" შარშანდელ "რეალზე უფრო ძლიერია

AutoSharing Option
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" მასპინძლობს. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მისი კოლეგის პეპ გვარდიოლას დარად მეტოქე აქო:

"მადლობა მინდა გადავუხადო გვარდიოლას ჩვენი შექებისათვის. მისი ნათქვამი სასიამოვნოა, რადგან ამჟამად პლანეტის საუკეთესო მენეჯერია. 25 წლის წინ საუკეთესო არიგო საკი იყო, მაგრამ შესაძლოა, 2 სეზონის შემდეგ პეპი მასზე არანაკლებ დიდი სპეციალისტი გახდეს.

ასეთი გრძნობა შარშან "რეალთან" თამაშის წინაც კი არ დამუფლებია, ვინაიდან ჩემის აზრით, ეს "მანჩესტერ სიტი" შარშანდელ ბლანკოსზე უფრო ძლიერია.  ვიცი, ჩემს გუნდს ნებისმიერი
მეტოქისთვის შეუძლია პრობლემის შექმნა. "ქალაქელები" ამ სეზონში დიდებულად ასპარეზობენ. ამას სტატისტიკაც ამტკიცებს.

ვუყურე "სიტის" თამაშებს, მაგრამ არ მინდოდა ხშირად მეცქირა, რათა დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. გვარდიოლას კრებული ახლა ყველა ევროპულ გუნდს გაცილებით სჯობს. სატურნირო მნიშვნელობის მხრივ ეს შეხვედრა განსაკუთებით მნიშვნელოვანი არაა. "ქალაქელები" ჯგუფის სხვა კლუბებთან შედარებით სულ სხვა დონისანი არიან და ვფიქრობ, პირველ ადგილზე გავლენ. ჩვენთვის კი გადამწყვეტი სხვებთან პაექრობები იქნება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი დამანდრაჟებული აპირებს სიტისთან თამაშს?
mixo
10:57 17-10-2017
0

სიახლეები პოპულარული