AS: ნეიმარი უეფასგან "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც გასულ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, კატალონიური კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვდა. ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS იუწყება.

გამოცემის ცნობით, ნეიმარის მამასა და "ბარსელონას" შორის მიმდინარეობს დავა, რომელიც კლუბისგან ფეხბურთელისთვის 26 მლნ ევროს ოდენობის ბონუსის გადახდას ეხება. მხარეებმა დავის გადასწყვეტად ფიფას მიმართეს. თავად ნეიმარმა კი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა თავისი იურისტის პირით უეფას სთხოვა.

როგორც ირკვევა, უეფაში ბრაზილიელი ფეხბურთელის სურვილი სერიოზულად არ აღიქვეს და საბოლოოდ, უარით გაისტუმრეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გინდათ, თავისას ითხოვს თქვენსას კიარა,ფული შეიწეროს აბა ტოტალიზატორის ბობოლებისგან.თქვენ 100 ლარზე საქმის გარჩევას იწყებთ და ნეიმარის შრომით გამომუშავებული 25000000 ერთი ლარი ხომ არ გგონიათ.
maxa
21:22 08-10-2017
1
სირცხვილი ნეიმარ
ზურა
10:06 08-10-2017
2

სიახლეები პოპულარული