ზიდანმა, უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგოო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გამარჯვებული მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შემდეგი განაცხადა:

"შესანიშნავი თამაში იყო, პირველ ტაიმშიც ჩინებულად ვიასპარეზეთ და მეორეშიც. ნაანტრაქტევს პრობლემები შეგვექმნა, თუმცა გავუძელით. ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. მომენტები გვქონდა და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. მთავარია, მოწინააღმდეგეზე მეტი გაიტანო და დღეს ეს მოვახერხეთ.

რონალდომ ისევ გამახარა! ბეილმაც. ყველა კარგად გაისარჯა. მაგარი თამაში იყო".

ბლანკოსის მცველმა სერხიო რამოსმა თქვა, ვიცოდით რომ დორტმუნდში გავიმარჯვებდით, როგორც იქნა ეს შევძელით, რთული იყო, მაგრამ ჩვენმა თავდადებამ და კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, სწორი მიმართულებით
მივდივართო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული