კლოპი: რატომ ვერ მოვიგეთ? ნუ, ბალახი სველი იყო, ბურთი მრგვალი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის "სპარტაკთან" შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ლივერპულის" მენეჯერის იურგენ კლოპის ნათქვამს ვერ თარგმნიდა რუსი თარჯიმანი გოგონა, რომელსაც ეტყობა, ფეხბურთი საერთოდ არ ესმის და ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევა. ამიტომ იურგენმა ღონისძიება ნაადრევად დაასრულა და განაცხადა, რომ ტყუილად დროს კარგავდნენ.

ნამატჩევს პრეს-კონფერენცია კლოპმა თარჯიმნის გარეშე დაიწყო და მხოლოდ შემდეგ მიუჯდა გვერდით "სახალხო გუნდის" წარმომადგენელი გლებ დვორეცკი, რომელსაც გერმანელმა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის ტაშიც კი დაუკრა.

თუმცა, უფრო საინტერესო ის გახლავთ თუ რა ბრძანა მან:"რატომ ვერ გავიტანეთ ერთზე მეტი გოლი? ნუ,
ბალახი სველი იყო, ბურთი მრგვალი, წესით, უნდა მოგვეგო. მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ ბურთი საჯარიმოდან გაიტანა, რომელიც მსაჯს არ უნდა დაედო.

ორი პენალტიც არ მოგვცა. საჯარიმოში რომ ფეხბურთელს ხელს კრავ, აუცილებლად თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნო. ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ. მთავარია, პლეი-ოფში გავიდეთ. ამ ამოცანის გადაჭრა შეგვიძლია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაა გასაკვირი? გაკეთებული თამაში იყი ბიძია, აპა უეფამ ტყუილად კი არ დაურიგა 12 700 000 ევრო ჯგუფურ ეტაპზე გასულ გუნდებს, რა შედეგსაც მოითხოვს გუნდებიც იმას დებენ... აბა რა იცი შენ... და კლოპი კი აბდაუბდას გაიძახის
ირბე
11:35 27-09-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული