ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "რეალმა“ რონალდოს დუბლით დორტმუნდში ნავსი გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის პირველი სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა, რა თქმა უნდა, დორტმუნდში ჩატარდა, სადაც როგორც ყოველთვის პირთამდე სავსე 80-ათასიან "სიგნალ იდუნა პარკზე", "ბორუსიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:3-ზე დამარცხდა.

ანგარიში მე-18 წუთზე ბრწყინვალე დარტყმით გარეტ ბეილმა გახსნა, შესვენების შემდეგ კრიშტიანო რონალდომ ბეილის პასით მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს, სულ მალე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 79-ე წუთზე რონალდომ, რომელმაც რეალში მე-400 მატჩი ჩაატარა (411 გოლი გაიტანა), მესამედ დალაშქრა გერმანული გუნდის კარი, ამ მართლაც თვალსასეირო შეხვედრაში
ბლანკოსმა დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა და ლონდონის "ტოტენჰემთან" ერთად ლიდერობს H ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები დორტმუნდში მეშვიდედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "სამეფო კლუბმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ასევე საინტერესო თამაში გაიმართა "ეტიჰად სთედიუმზე". მანჩესტერ სიტის დონეცკის "შახტარმა" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ერთი ტაიმი გაუძლო, მაგრამ მეორე ტაიმში "ქალაქელებმა" იძალეს, 2:0 მოიგეს და F ჯგუფში გალიდერდნენ. პირველი გოლი კევინ დე ბრიუნემ 48-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე 90-ეზე რახიმ სტერლინგმა. თან, 72-ე წუთზე სერხიო აგუერომ პენალტი ვერ გამოიყენა.

დონბასური გუნდის ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

E ჯგუფი
სევილია – მარიბორი      3:0

სპარტაკი – ლივერპული 1:1


F ჯგუფი
ნაპოლი – ფეიენოორდი  3:1

მანჩესტერ სიტი - შახტარი 2:0


G ჯგუფი
ბეშიქთაში – ლაიპციგი     2:0

მონაკო – პორტუ 0:3


H ჯგუფი
აპოელ – ტოტენჰემი  0:3

დორტმუნდი - რეალი 1:3
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამოსმა რომ ფრენბურთი ითამაშა საკუთრ კართან ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობთ. იქ რომ პენალტი დანიშნულიყო და რამოსიც გაეგდოთ მერე რა მოხდებოდა არავინ იცის.
ვანო
12:46 27-09-2017
1
ხოჭოლავა რომ არ გამოიყვანა მეორე ტაიმში იმიტომაც წააგოოო :)
ვაუ
11:02 27-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული