ვენგერი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უინტერესოა

AutoSharing Option
მიჯრით 19 სეზონი მონაწილეობდა ლონდონის "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე, წელს კი ტურნირის საგზური ვერ მოიპოვა და "მეთოფეთა" მენეჯერმა არსენ ვენგერმა მისი ჯგუფური ეტაპი დაიწუნა:

"ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე ბევრი უინტერესო მატჩია. საყურებლად ერთს ან ორს თუ აარჩევ. რუტინა გახდა. ძველებურად მიმზიდველი აღარაა.

თუმცა, მართალი გითხრათ, მომენატრა ეს ტურნირი. ამ გათამაშების დაახლოებით 200 შეხვედრაში ვუხელმძღვანელე ჩემს გუნდს და საკუთარ თავს პრივილიგირებულ სპეციალისტად ვთვლი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული