გამოცემის ცნობით, მატჩის მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანულმა მხარემ მადრიდის არენა "მეტროპოლიტანოს" აჯობა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მადრიდის სტადიონის დაწუნების მიზეზი VIP-ადგილების არასაკმარისი (სულ 7 ათასი) რაოდენობაა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის გამოსავლენად ოფიციალური ხმის მიცემა 20 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ბაქომ და მადრიდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი თამაშის მიღებაზე განაცხადი თებერვალში შეიტანეს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ესპანური მედიის ხმები.
მანამდე ესპანეთის დედაქალაქს 2018 წლის ჩემპიონთა