Onda Cero: 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბაქო მიიღებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალური მატჩი ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება - ამის შესახებ Onda Cero იუწყება.

გამოცემის ცნობით, მატჩის მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანულმა მხარემ მადრიდის არენა "მეტროპოლიტანოს" აჯობა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მადრიდის სტადიონის დაწუნების მიზეზი VIP-ადგილების არასაკმარისი (სულ 7 ათასი) რაოდენობაა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლის გამოსავლენად ოფიციალური ხმის მიცემა 20 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ბაქომ და მადრიდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი თამაშის მიღებაზე განაცხადი თებერვალში შეიტანეს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ესპანური მედიის ხმები.

მანამდე ესპანეთის დედაქალაქს 2018 წლის ჩემპიონთა
ლიგის ფინალის მასპინძლობაც სურდა, მაგრამ უეფამ ამის უფლება კიევს მიანიჭა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული