უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დასახელდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი დასახელდა.

25 წლის შემტევმა, uefa.com-ზე გამართულ გამოკითხვაში, გულშემატკივართა ხმებით 51% მიიღო. მე-2 ადგილზე, 20%-ით, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, ხოლო მესამეზე, 12%-ით - "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო.

მოჰამედ სალაჰმა "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში (2:2) თავი ერთი გოლით გამოიჩინა. მესიმ და რონალდომ კი, "იუვენტუსთან" და აპოელ-თან მოგებულ მატჩებში (ორივე 3:0) დუბლები გაიფორმეს.
ასევე დაგაინტერესებთ