ვინაა "ჩელსი"-"ყარაბაღის" მატჩის მონაწილე "უცნობი ქართველი"

AutoSharing Option
ფოტოზე გამოსახულ ჰუსეინოვს საქართველოსთან არაფერი აკავშირებს
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსიმ" "ყარაბაღი" არ დაინდო და 6:0 დაამარცხა. ჩვენს სპორტულ მედიასა და სოციალურ ქსელებში არასწორად დაიწერა, რომ აზერბაიჯანულ კლუბში საქართველოს მოქალაქემ ითამაშა...

სინამდვილეში, ეს flashscore-ის ტექნიკური შეცდომა იყო. სპორტული ანგარიშების საიტს ერთმანეთში ბედავი ჰუსეინოვი და იბრაჰიმ ჰუსეინოვი აერია და გაუგებრობაც ამან გამოიწვია. იბრაჰიმი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მართლაც საქართველოშია დაბადებული და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ბედავი აზერბაიჯანის მკვიდრია და ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელია.

17 წლის მცველზე ინფორმაციას უეფას საიტიც ადასტურებს - მას მოქალაქეობის
გრაფაში საქართველო უწერია. ახლახან იბრაჰიმს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 7 წუთი სათამაშო დრო მიეცა. ცნობისთვის, "ჩელსის" 19-წლამდელთა გუნდმა "ყარაბაღი" 5:0 დაამარცხა.

თუ რა გეგმები აქვს იბრაჰიმს და რომელი ქვეყნის სახელით სურს მომავალში თამაში, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავუკავშირდეთ მას და უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ეგღა აკლია გურჯისტანის ნაკრებს და აშენდებიან ნამდვილად
ზურა
22:46 14-09-2017
2
რა გეგმები უნდა ჰქონდეს თქვენი აზრით? მერაბ შარიქაძე რუსეთში დაიბადა მაგრამ ქართველია და საქართველოს ნაკრების კაპიტანია. ეს ბიჭიც აზერბაიჯანელია, მერა რა რომ საქართველოში დაიბადა
zaza
16:39 14-09-2017
2

სიახლეები პოპულარული