ჩემპიონთა ლიგა. I ტური: ხოჭოლავა ლიგელია, "ლივერპულს" უჭირს, "სიტი" დაფრინავს [VIDEO]

AutoSharing Option
I ტურის პირველ დღეს 5 მატჩში დაფიქსირდა დიდი ანგარიში, გუშინ - კიდევ ორში - თავიანთ მეტოქეებს იოლად გაუმკლავდნენ "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი". ტურში ვიხილეთ ანდრეი იარმოლენკოს სუპერგოლი და, რაც ყველაზე მთავარია, მორიგი ქართველის დებიუტი ლიგაზე.

დღის მატჩი - არც ისე კარგი ფრე და კარგი თამაში
უემბლის დაპირისპირებასაც არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა მაინც ენფილდურს გამოვარჩევთ - იურგენ კლოპის "ლივერპულმა" ვერ შეძლო "სევილიას" დამარცხება, რომელთანაც ჯერ აგებდა, შემდეგ წინ იყო, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა.

დასრულდა ფილიპე კოუტინიოს საგა "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით და
დასრულდა მისი უთამაშებლობაც - იგი იმ სკანდალური დღეების შემდეგ პირველად გამოჩნდა "ლივერპულის" მაისურით - მეორე ტაიმში შემოვიდა. ბოლო წამებზე "ლივერპული" ჯოზეფ გომესმა დააღალატა, თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში თამაში მასპინძლებს დიდ ხანს არ მოუწია.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "დაახლოებით 85-86 წუთი "ლივერპული" ბრწყინვალედ თამაშობდა. ჩვენ ყველაფერზე გვქონდა პასუხი, გარდა მათი მეორე გოლისა. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მომატება გვმართებს, მაგრამ ამის დრო ჯერ კიდევ ბევრია. ფრე არც ისე კარგია, მაგრამ დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტოქეს სულ ორი მომენტი ჰქონდა, მეტი არა".
Sportall.Ge

დუბლს დუბლით უპასუხა
სამშაბათს ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, ოთხშაბათს მას დუბლითვე უპასუხა კრიშტიანო რონალდომ. რა თქმა უნდა, სად "იუვენტუსი" და სად აპოელ-ი, მაგრამ, მოგეხსენდებათ, ამ ორი სუპერვარსკვლავის დაუსწრებელი დუელი არაფრით სრულდება - მესის აქვს შანსი, დაეწიოს კრიშტიანოს ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში, მაგრამ პორტუგალიელი ჯერ ამის უფლებას არ აძლევს არგენტინელს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "კარგი სტარტი გვსურდა ლიგაზე, პირველი ტაიმი დიდად არ მომეწონა, მეორე კი კარგი იყო. კრიშტიანო რონალდო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა გუნდში, ის ყოველთვის ეხმარება გუნდს და მოედნიდან უგოლოდ არ გადის. იმედი მაქვს, კრიშტიანო მომავალშიც გაგვახარებს".
Sportall.Ge

ქართველები ლიგაზე - არის დებიუტი

"სპარტაკმა" "მარიბორთან" ჯანო ანანიძის გარეშე ითამაშა ფრე, მატჩში, რომელშიც მწვრთნელისა და შეგირდის წაჩხუბება ვიხილეთ - საქმე ისაა, რომ კარერამ ქვინსი პრომესი შეცდომით გამოცვალა და ამით ჰოლანდიელის რისხვა დაიმსახურა. ჯანო კი მოსკოვს არ გასცილებია - ის ტრავმირებულია, მუხლი აწუხებს და მხოლოდ ინდივიდუალურად დარბის.

სამაგიეროდ, შედგა დავით ხოჭოლავას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ უქმეებზე დავითმა პირველად მოირგო "შახტარის" ფორმა უკრაინულ პრემიერლიგაში, ახლა კი "ნაპოლისთან" გამოჩნდა - 92-ე წუთზე, როცა "შახტარი" 2:1-ს იგებდა, ფონსეკამ ქართველი მცველი გამოიყვანა და გუნდს ძვირფასი წამები მოაგებინა.

"მოედანზე ცოტა ხანი ვიყავი და ნერვიულობაც კი ვერ მოვასწარი. კარგია, რომ მოვიგეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. პირველ ტაიმს ჩვენ ვაკონტროლებდით, მეორეში მერტენსი გამოვიდა და "ნაპოლის" შეტევები მწვავე გახდა, მაგრამ პიატოვი და ჩვენი დაცვა უმკლავდებოდა მას. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებს, ყოველთვის ჩვენ თამაშს ვთამაშობთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ გახარებულმა ქართველმა.

ფაქტები
  • პეპემ (ბეშიქთაში) 11 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო.
  • სერხიო რამოსმა (რეალი) 2017 წელს (ყველა შეჯიბრებაში) 6 გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.
  • კრიშტიანო რონალდო (რეალი) 12 პენალტით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდის მფლობელია (მესის 11 პენალტი აქვს გატანილი).
  • კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი საშინაო გოლი აქვს გატანილი ლიგაზე - 55 (მესის - 54).
  • კრიშტიანომ ბოლო 16 ზუსტი დარტყმით 12 გოლი გაიტანა.
  • "რეალი" ყოველთვის იგებს პირველ თამაშს, როცა ლიგას "სანტიაგო ბერნაბეუზე" იწყებს.
  • იკერ კასილიასმა (პორტუ) რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა - ლიგის მე-19 სეზონში ითამაშა.
  • "ფეიენოორდმა" ევროთასების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.
  • ჯონ სტოუნსი "სიტის" პირველი მცველია, ვინც ლიგაზე დუბლის შესრულება შეძლო.
  • კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) 2017 წელს (ყველა შეჯიბრებაში) 20 საგოლე პასი მიითვალა, რაც ტოპ-5 ლიგების ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილოსანს 7 (!) პასით უსწრებს.
  • სტივენ ჯერარდის (2007 წ) მერე რობერტო ფირმინო "ლივერპულის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა.
  • მოჰამედ სალაჰმა ლიგის დებიუტი გოლებით აღნიშნა, როგორც "ბაზელში", ასევე "ლივერპულში".
  • გაბრიელ ჟეზუში მე-4 ფეხბურთელია "სიტიში", ვინც ლიგაზე დებიუტი გოლით აღნიშნა (ბალოტელის, კოლაროვისა და ნოლიტოს შემდეგ).
  • სექტემბერში ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" 5 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა.
Sportall.Ge

  • "ტოტენჰემს" 2009 წლის მერე კარი მშრალად ვერ შეუნახია "უემბლიზე".
  • ჰონ-მინ სონმა (ტოტენჰემი) "დორტმუნდს" 9 თამაშში 7 გოლი გაუტანა.
  • "ნაპოლიმ" ლიგაზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
  • "მონაკოს" პასების სიზუსტე - 63,8% - ამ გუნდისთვის 2014 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.
  • "ლაიპციგის" პირველი გოლის ავტორი ლიგის ისტორიაში ემილ ფორსბერგია.
  • 2011 წლის მერე პირველად მოხდა, რომ პირველ ტურში მხოლოდ ერთმა გერმანულმა კლუბმა იმარჯვა ლიგაზე.
Sportall.Ge

E ჯგუფი
მარიბორი-სპარტაკი 1:1
გოლები: 0:1 სამედოვი (59), 1:1 ბოჰარი (85)
მარიბორი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მილეცი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი - კაბჰა, ვრჰოვეცი (79. პიჰლერი) - ბაიდე (69. კრამარიჩი), აჰმედი (69. მესანოვიჩი), ბოჰარი - ტავარეში
სპარტაკი (3-5-2): რებროვი - ბოკეტი, კუტეპოვი, ჯიქია - ეშჩენკო, პაშალიჩი, ფერნანდო, გლუშაკოვი (29. სამედოვი), კომბაროვი (90. მელგარეხო) - ადრიანო, პრომესი (85. პოპოვი)


ლივერპული-სევილია 2:2
გოლები: 0:1 ბენ იედერი (5), 1:1 ფირმინო (21), 2:1 სალაჰი (37), 2:2 ხ. კორეა (72)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჯანი (76. კოუტინიო), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი (89. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო, მანე (83. სტარიჯი)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, კიაერი, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა, პისარო (45+1. სარაბია) - ხესუს ნავასი (83. კორშია), ბენ იედერი (69. მურიელი), ხ. კორეა
გამოუყენებელი პენალტი: ფირმინო (42)
გაძევება: გომესი (94)


F ჯგუფი
ფეიენოორდი-მან. სიტი 0:4
გოლები: 0:1 სტოუნსი (2), 0:2 აგუერო (10), 0:3 გაბრიელ ჟეზუში (25), 0:4 სტოუნსი (63)
ფეიენოორდი (4-3-3): ჯონსი - სტ. იუსტი, ბოტენგინი, ვან დერ ჰეიდენი, ნელომი - ამრაბატი (78. ლარსონი), ელ აჰმადი, ვილენა - ბერგჰუისი (46. ტოორნსტრა), კრამერი (71. ვენტე), ბუტიუსი
მანჩესტერ სიტი (3-5-2): ედერსონი - სტოუნსი, ფერნანდინიო (72. სანე), ოტამენდი - უოკერი, ბ. სილვა, დ. სილვა (67. დელფი), დე ბრუინი, მენდი - გაბრიელ ჟეზუში, აგუერო (60. სტერლინგი)


შახტარი-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 ტაისონი (15), 2:0 ფერეირა (58), 2:1 მილიკი (72-პენ)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ორდეცი (92. ხოჭოლავა), რაკიცკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი (77. კოვალენკო), ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა (88. დენტინიო)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზიელინსკი (67. ალანი), დიავარა, ჰამშიკი (60. მერტენსი) - კალეხონი, მილიკი, ინსინიე


G ჯგუფი
ლაიპციგი-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 ფორსბერგი (33), 1:1 ტილემანსი (34)
ლაიპციგი (4-4-2): გულასი - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, დემე, ილზანკერი, ფორსბერგი (63. კამპლი) - ი. პოულსენი (80. ოგუსტენი), ვერნერი
მონაკო (4-2-3-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო - სიდიბე (84. ღეზალი), ტილემანსი, დიაქაბი (74. ბ. კეიტა) - ფალკაო (89. კარილიო)


პორტუ-ბეშიქთაში 1:3
გოლები: 0:1 ტალისკა (13), 1:1 ტოშიჩი (21 ს.კ.), 1:2 ტოსუნი (28), 1:3 ბაბელი (86)
პორტუ (4-4-2): კასილიასი - რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ტელესი - კორონა (46. ანდრე), ო. ტორესი (46. ოქტავიო), დ. პერეირა (82. ერნანი), ბრაიმი - სოარესი, მარეგა
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრისიო - ადრიანო (87. კორეია), პეპე, ტოშიჩი, ერკინი - ჰატჩინსონი, იოზიაკუპი (65. მედელი) - კვარეჟმა (73. ნეგრედო), ტალისკა, ბაბელი - ტოსუნი


H ჯგუფი
რეალი-აპოელ 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (12), 2:0 რონალდო (51-პენ), 3:0 ს. რამოსი (61)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი (25. კროოსი) - ისკო (73. სებალიოსი), რონალდო, ბეილი (82. ბ. მაიორალი)
აპოელ (4-4-2): ვატერმანი - ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო - სალაი (60. ფარიასი), მორაიში, ვინისიუსი, ალონეფტისი - ებესილიო (73. ზაჰიდი), დე კამარგო (83. პოტე)


ტოტენჰემი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 სონი (4), 1:1 იარმოლენკო (11), 2:1 კეინი (15), 3:1 კეინი (60)
ტოტენჰემი (5-4-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დ. სანჩესი, ვერტონგენი, დევისი - სონი (83. მ. სისოკო), მ. დემბელე, დაიერი, ერიქსენი - კეინი (87. ფ. ლორენტე)
დორტმუნდი (4-3-3): ბურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი (80. ზაგადუ), ტოლიანი - დაუდი (72. გ. კასტრო), შაჰინი, კაგავა (66. გიოტცე) - იარმოლენკო, ობამეიანგი, პულიშიჩი
გაძევება: ვერტონგენი (92)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ არის სტოუნსი პირველი მცველი, რამოსმა ბაიერნს დუბლი არ შეუსრულა? )))))))))
რეზი
04:18 14-09-2017
0
Group A
მან. იუნაიტედი
4
4
0
0
9
12
ბაზელი
4
2
0
2
3
6
ცსკა
4
2
0
2
-3
6
ბენფიკა
4
0
0
4
-9
0
Group B
პსჟ
4
4
0
0
17
12
ბაიერნი
4
3
0
1
4
9
სელტიკი
4
1
0
3
-6
3
ანდერლეხტი
4
0
0
4
-15
0
Group C
რომა
4
2
2
0
4
8
ჩელსი
4
2
1
1
4
7
ატლეტიკო
4
0
3
1
-1
3
ყარაბაღი
4
0
2
2
-7
2
Group D
ბარსელონა
4
3
1
0
6
10
იუვენტუსი
4
2
1
1
0
7
სპორტინგი
4
1
1
2
-1
4
ოლიმპიაკოსი
4
0
1
3
-5
1
Group E
ლივერპული
4
2
2
0
10
8
სევილია
4
2
1
1
0
7
სპარტაკი
4
1
2
1
6
5
მარიბორი
4
0
1
3
-13
1
Group F
მანჩესტერ სიტი
4
4
0
0
9
12
შახტარი
4
3
0
1
2
9
ნაპოლი
4
1
0
3
-2
3
ფეიენორდი
4
0
0
4
-9
0
Group G
ბეშიქთაში
4
3
1
0
5
10
პორტუ
4
2
0
2
2
6
ლაიპციგი
4
1
1
2
-3
4
მონაკო
4
0
2
2
-4
2
Group H
ტოტენჰემი
4
3
1
0
7
10
რეალი
4
2
1
1
3
7
ბორუსია (დ)
4
0
2
2
-4
2
აპოელ
4
0
2
2
-6
2
სიახლეები პოპულარული