კლოპი: ჯერ ყველაფერი იდეალურად არაა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ "ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი უიღბლობაზე ჩიოდა:

"85-86 წუთი ძლიერ მეტოქესთან კარგად ვითამაშეთ. გაშვებული გოლები უნდა ვნახო. გვესმის, უნდა მოვუმატოთ. ამის პოტენციალი გვაქვს. ფრე საუკეთესო შედეგი არაა, მაგრამ მომენტებში ჩემი ბიჭების ბურთაობა მომეწონა.

რას ვიზამთ, გული არ უნდა დაგწყდეს. შედეგი უსამართლოა. ანდალუსიელები დავჯაბნეთ, დაცვაშიც არ გავრჯილვართ ურიგოდ, მოწინააღმდეგეს ორი მომენტი ქონდა და ორივე გამოიყენა.

კარგი იყო ჩვენი კონტრშეტევები. არ გაგვიმართლა. ხდება ხოლმე. მეტის გატანა გვმართებდა. თუ ასე გავაგრძელებთ, ქულებს დავაგროვებთ. ჯერ ყველაფერი იდეალურად არაა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლივერპული ლიგის პავორიტია.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
04:10 14-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული