გვარდიოლა: ტურნირის მოგებით დაწყება სასიამოვნოა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამში "ფეიენოორდის" 4:0-ზე გამნადგურებელი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა ნამატჩევს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"დღევანდელ შეხვედრამდე ვილაპარაკეთ, რომ გასულ სეზონში ამ ტურნირზე გასვლაზე არც ერთი მატჩი არ მოგვიგია. თუ გვინდა წარმატებით ვიასპარეზოთ, სახლშიც და სტუმრადაც კარგად თამაში გვმართებს.

ჩინებულად გავისარჯეთ. მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა. გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. მშვენივრად ვუტევდით. ჯერ ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა ლიგის მოგებით დაწყება სასიამოვნოა.

ზაფხულში 5 ფეხბურთელით გავძლიერდით. ისინი წინსვლაში დაგვეხმარებიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული